|
2015-05-08 13:02:13, 681 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩვენებელი სწავლებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დააკვირდა და ქართული ქვედანაყოფების მომზადების დონე დადებითად შეაფასა. სამეთაურო-საშტაბო სწავლება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის მიზანს ბრიგადების შტაბების მართვისა და კონტროლის, ასევე ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობის დახვეწა და საბრძოლო ფუნქციების სინქრონიზირება წარმოადგენდა. სწავლებაში IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების ბატალიონები იღებდნენ მონაწილეობას. სწავლების ხელმძღვანელობას და დაკვირვებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა ახორციელებდა. სწავლება „Agile Spirit 2015” და „დიდგორი 2015“-ის მოსამზადებელი ფაზაა. ქართველი სამხედროები სწავლებას ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ჯგუფის -“CUBIC”-ის წარმომადგენლებთან ერთად ატარებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)