|
2017-06-21 00:52:10, 878 ნახვა
სპეციალური ანონსი
21 ივნისის ანონსი
10:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური საჯარო გახსნა. ღონისძიებაზე მიწვეულები არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები. 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 12:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ედიშერ ხოშტარია-ბროსეს დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილე სხდომა გაიმართება. 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია, რომელშიც სეოკ-ის ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე. 13:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება. 14:00 საათზე, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)” ოფისში, ამავე ორგანიზაციის პროექტის, FactCheck-ის მიერ წარმოდგენილი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის ბოლოდროინდელი განცხადებების სიზუსტის შეფასება. 14:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" საგანგებო ბრიფინგს გამართავს. 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელ იოჰანეს ფან დერ კლაუსთან ერთად (UNHCR) საჯარო ლექციას გამართავს ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 15:00 საათზე კომპანია „ჯეოსელი“ აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ზოგადი უნარების საცდელ ტესტირებაში და გაიარონ გამოცდა გამოცდებამდე. ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება და მასში მონაწილეობა უფასოა. 17:00 საათზე, რუსთავის №6-ე საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე მსჯავდებულების ოჯახის წევრები აქციას გამართავენ, ლოზუნგით, „არა ძალადობას ციხეში“.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)