2015-03-09 17:43:43, 839 ნახვა
სამხედრო
გოჩა რატიანმა აშშ-ში დაღუპული რიგითების ოჯახებს მიუსამძიმრა
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა აშშ-ში დაღუპული რიგითების სოსო მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა.
უწყების ინფორმაციით, გოჩა რატიანმა მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანადგომა აღუთქვა.
ცნობისთვის, სამხედრო კურსანტები ნიუ ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.
ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან