|
2026-03-28 22:51:41, 1709 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: უკრაინა ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანასთან აფორმებს შეთანხმებებს, მათ ომში მონაწილეობაზე საუბარი არ არის
უკრაინა ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანასთან აფორმებს შეთანხმებებს, მათ ომში მონაწილეობაზე საუბარი არ არის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, საუდის არაბეთთან და კატართან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებებში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან სამომავლო შეთანხმებაში საუბარი არ არის უკრაინელი სამხედროების ამ ქვეყნების დაცვაში მონაწილეობაზე. ,,დღეს არ ვსაუბრობთ ასეთ დეტალებზე. გარდა ექსპერტიზაზე, წვრთნაზე, ერთობლივ წარმოებაზე, წარმოებასა და ინვესტირებაზე. ყველა ეს მიმართულება ამოქმედებული იქნება. რაც შეეხება ჩვენს სამხედროებს, დღეს არ განვიხილევთ, რომ ისინი სხვა ომში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვემი ომი გვყოფნის. რაც შეეხება ჩვენს ექსპერტიზას, როგორაა საჭირო თავის დაცვა, ეს სხვა საკითხია,” - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინამ კატართან გააფორმა, ითვალისწინებს ერთობლივ წარმოებას, კატარსა და უკრაინაშ ქარხნების აშენებას და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას. “ანუ ამ 10 წლის განმავლობაში გვექნება ერთობლივი წარმოება, ავაშენებთ ქარხნებს ორივე ქვეყანაში,” - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, კატართან გაფორმებული შეთანხმება ანალოგიურია იმისა, რომელიც აქამდე საუდის არაბეთთან გაფორმდა, და უახლოეს მომავალში ანალოგიური შეთანხმება გაფორმდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც.
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)