2020-03-20 20:49:07, 17244 ნახვა
High - Tech
Microsoft-ი Windows-ის დიზაინს კარდინალურად ანახლებს (ვიდეო)
Microsoft - ის დირექტორმა პანოს პანაიმა განახლებული Windows-ის სარეკლამო ვიდეორგოლი საკუთარ Instagram-ზე გაავრცელა.
"ვინდოუსის" გარეგნობა 2012 წლიდან უცვლელი იყო და მხოლოდ ახლა, როცა სისტემამ მილიარდ მომცხმარებელზე მეტს ითვლის, მას კარდინალურად განაახლებენ.
შეიცვალა ყველაფერი-საკონტროლო პანელების დიზაინი, ლოგოები ბევრად უფრო სასიამოვნო და გასაგები გახდა, აგრეთვე შეიცვალა მენიუ "სტარტი" და კონტექსტური მაძიებელი.
The Verge წერს, რომ ტიზერი პრეზენტაციაზე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა და განახლებულ "ვინდოუსს" ოფიციალურად 30 მარტს წარადგენენ.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან