16:14 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 09:56:23, 726 ნახვა

ეკონომიკა
ევროკავშირი საქართველოს 44.5 მილიონი ევროს მოცულობის გრანტს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს 44.5 მილიონი ევროს მოცულობის გრანტს გამოუყოფს.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა  იოჰანეს ჰანმა საფინანსო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.  ევროკავშირი  დაეხმარება საქართველოს "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" (DCFTA) განხორციელებაში და კერძო სექტორის განვითარებაში.

საფინანსო შეთანხმების ხელმოწერით, იწყება 44.5 მლნ ევროს მოცულობის ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას და  მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების გაძლიერებას ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში.

სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა ასევე გააუმჯობესებს ვაჭრობასა და კერძო სექტორთან დაკავშირებული ინსტიტუტების ფუნქციონირებას და უზრუნველყოფს ეკონომიკურ ინტეგრაციას დაბრუნებული მიგრანტების, ბიზნესმენი ქალებისა და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics