00:19 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 13:13:41, 848 ნახვა

სპორტი
მელია: ყაველაშვილს დიპლომი არ აქვს და ქვეყნის მართვას განათლება არ სჭირდება?

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია  „ქართული ოცნების“   მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მიხელ ყაველაშვილის წარდგენას სოციალურ ქსელში  გამოეხმაურა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ყაველაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად უმაღლესი განათლების არ ქონის გამო ვერ დარეგისტრირდა.

„გახსოვთ ალბათ ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა უმაღლესი განათლების ( დიპლომის) არქონის გამო. გუშინ კი ყაველაშვილი ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს.

გამოდის რომ ფეხბურთის მართვას ჭირდება უმაღლესი განათლება და ქვეყნის მართვას არა...“,-წერს მელია.

„ექსპრესნიუსმა“ მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, რომ  დღეს დაკავებულია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics