19:22 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 09:31:49, 507 ნახვა

სამართალი
შსს–ს ექვსი თანამშრომელი „მარიხუანას“ მოხმარების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მეშვეობით ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურების პირად შემადგენლობას.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს. ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას’’ მოხმარების ფაქტზე გამოვლენილი იქნენ: ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და მთაწმინდა-კრწანისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაშველ-მეხანძრეები.

აღნიშნულის საფუძველზე, ყველა მათგანი, 2015 წლის 26 იანვარს, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics