02:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 21:00:42, 729 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი - 2012 წელი მახსენდება, როდესაც ისტორიული არჩევანი გააკეთეთ

„2012 წელი მახსენდება, როდესაც ისტორიული არჩევანი გააკეთეთ“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2012 წელს ქართველმა ხალხმა საბოლოოდ დაანახა ყველას, რომ აღარასოდეს შეეგუება ძალადობასა და უსამართლობას.

„საარჩევნო კამპანიის მიწურულს, კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები, როდესაც ერთ მუშტად შეკრულებმა, ერთად გავაკეთეთ ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ, უარი ვუთხრით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს და მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, ღირსების მატარებელი ხალხი აღარასოდეს შეეგუება ძალადობას და უსამართლობას“ , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics