17:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-20 23:10:08, 9724 ნახვა

სპორტი
რუსეთში კვარაცხელიაზე საუბარს არ წყვეტენ - ქართველი ფეხბურთელი ისევ საუკეთესოა

რუსეთში ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა სერგეი ეგოროვმა ხვიჩა კვარაცხელიაზე  ისაუბრა და ის რუსეთის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილ შემტევს ანდრეი არშავინსაც შეადარა.

„სიმართლე გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით. თუკი რუბინის ამ ფეხბურთელის შენარჩუნება მოხერხდება, შესაძლოა, არშავინის დონის მოთამაშე მივიღოთ. ანუ, ისეთი ფეხბურთელის, რომელიც რუსეთში საუკეთესო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება. და ეს, რა თქმა უნდა, თუკი შემდგომში მას სადმე არ გაყიდიან. ჯერჯერობით კი ეს ფეხბურთელი ისეთ მოთამაშედ მოჩანს, რომელსაც ზედა ზღვარი არ გააჩნია“ , - განაცხადა ანდრეი არშავინსამ.

რუსული მედია გამოცემების გარდა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

ასევე Football Talent Scout-ზე, ამ ვებსაიტის დამაარსებელმა იაცეკ კულიგმა ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი დრიბლინგის ვიდეო გამოაქვეყნა როსტოვთან მატჩში და განცხადებაც გააკეთა.

„19 წლის ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი სოლო-რეიდი.როგორც ძალიან დიდი ხანის წინათ ვთქვი, საქართველოს მოთამაშეების საოცარი თაობა ჰყავს. დიდებული ქვეყანაა სკაუტებისთვის“ , - განაცხადა იაცეკ კულიგიმ.

Football Talent Scout-ს ტვიტერზე 120 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და ბელგიაში ყველაზე ცნობილი საიტია.


 

 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics