2015-05-06 16:49:46, 662 ნახვა
ეკონომიკა
ლარი კვლავ გაუფასურდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ოფიციალური კურსით, 1 დოლარი ხვალ, 2.3258 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3214 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალ, 1 ევრო 2.6128 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.5809 ლარს შეადენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან