2015-04-16 17:16:39, 535 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციაური კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.
ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარის ღირებულება 2.2511 ლარი იქნება, დღეს კი მისი შეძენა 2.2487 ლარად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ევროს, ხვალ მისი ღირებულება 2.4134 ლარი იქნება, დღეს კი, 1 ევრო 2.3816 ლარია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან