2015-01-06 14:13:02, 701 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია სომეხ ხალხს შობასა და ნათლისღებას ულოცავს
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანია სომეხ ხალხს ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.
"გილოცავთ ჩვენს მოძმე სომეხ ერს ქრისტეშობის და ნათლისღების დღესასწაულს, განსაკუთრებით კი საქართველოში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას. მინდა ყველა ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, წარმატება და კეთილდღეობა. ქართველებსა და სომეხ ხალხს საუკუნეების მანძილზე განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებს და მე დარწმუნებული ვარ ეს მეგობრობა ასეც გაგრძელდება, გილოცავთ და ღმერთი გფარავდეთ...",-ნათქვამია ირაკლი ალასანიას მისალოც წერილში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან