21:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 17:26:53, 681 ნახვა

საზოგადოება სამხედრო
ვახტანგ კაპანაძემ სტიქიის ზონა მოინახულა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სტიქიის ზონა მოინახულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ქართველი სამხედრობის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო და სამხედრო ქვედანაყოფების პირად შემადგენლობას გაესაუბრა. ვახტანგ კაპანაძემ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გაწმენდა-აღდგენის სამუშაოები დადებითად შეაფასა.

გაწმენდით სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სტიქიის პირველივე წუთებიდანვე ჩაერთო. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა წყნეთის ქუჩის, ვერეს ხეობაში მდებარე პოლიციის შენობისა და „მზიურის“ ჩასასვლელის მიმდებარე ტერიტორიებს ასუფთავებს. ქართველი სამხედროები მაშველთა ჯგუფს დაზიანებული და ჩაძირული ტექნიკის ამოყვანაშიც ეხმარებიან.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოზიდულია სპეციალური ტექნიკა - 15 ერთეული სატვირთო თვითმცლელი მანქანა, 3 ერთეული ექსკავატორი და 2 ერთეული თვითმტვირთავი. 4 ერთეული ტრაქტორი კი ნაპირსამაგრ სამუშაოებშია ჩართული.

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი და IV მექანიზირებული ბრიგადების პირადი შემადგენლობა სვანიძის ქუჩაზე ასრულებს გაწმენდით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. საინჟინრო ბრიგადა კი ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics