03:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 18:34:18, 867 ნახვა

Lifestyle
თაქთაქიშვილი: 17 მაისის ოჯახის დღედ გამოცხადება, ისედაც დაუცველ ჯგუფზე კიდევ ერთი ძალადობაა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით  ეხმაურება. როგორც თაქთაქიშვილი  "ფეისბუქის" გვერდზე წერს, 17 მაისს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო, ადამიანებზე ძალადობა უნდა დაიგმოს და ამ დღის  ოჯახის დღედ გამოცხადება, სექსუალური უმცირესობების მიმართ  განხორციელებული კიდევ ერთი ძალადობაა.
"17 მაისი არის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე. 
ანუ, ამ დღეს უნდა დავგმოთ ადამიანებზე ძალადობა და მათი შევიწროვება იმის გამო, რომ მათ უმრავლესობისგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვთ. 
17 მაისი არ არის რაიმე სხვა ღირსშესანიშნავი დღე, ამ დღის გამოცხადება ოჯახის დღედ არის კიდევ ერთი ძალადობა ამ ისედაც დაუცველ ჯგუფზე. 
"ოჯახის სიმტკიცეს" თუ "სიწმინდეს" ისინი ვერ დაიცავენ, ვინც ცოლებს სცემენ, კლავენ, იმონებენ და ამას ამართლებენ, ვინც მამაო ჩვენოს ღრიალით მზად არიან ტაბურეტკებით და კომბლებით დაერიონ დაუცველ ადამიანებს",-წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics