16:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 10:42:43, 420 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზურაბ ნ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, აფხაზეთის ქუჩაზე დააკავეს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას არარეგისტრირებული, თვითნაკეთი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისთვის განკუთვნილი ასევე თვითნაკეთი მაყუჩი, გადაჭრილი სანადირო თოფი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება და სროლისათვის ვარგისია“,  - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics