13:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 19:57:11, 460 ნახვა

სამართალი
ეროვნულ არქივში ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში 24 მარტს 10:00 საათზე გაიხსნება ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ეკლესია ΧΧ საუკუნის პირველ ნახევარში“.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

კონფერენციის მიზანია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღის ჯეროვანი აღნიშვნა, ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობის ერთგვარი წახალისება, მათთვის  სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეების, ასევე, ეროვნული არქივის სამეცნიერო პოტენციალის გაზიარება  და აქ დაცული მდიდარი მასალის პოპულარიზაცია.

კონფერენციაზე გამორჩეული თემის ავტორი დაჯილდოვდება 300-ლარიანი პრემიით.

ამასთან, მონაწილეებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის წამახალისებელი პრიზები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics