00:33 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 19:08:54, 620 ნახვა

რეგიონი
1 აპრილიდან აჭარას გაზმომარაგება აღუდგება

1 აპრილიდან აჭარაში გაზის მიწოდება დაიწყება. ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში მაღალი წნევის გაზსადენი მილების რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა. 31 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი" ეტაპობრივად განახორციელებს და 3 აპრილს გაზის მიწოდება რეგიონის მასშტაბით სრულად მოხდება.

აღსანიშნავია, რომ 29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. სამუშაოები 3 დღე გაგრძელდა.

აჭარის რეგიონში ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა ქვეყნისთვის, აჭარის მოსახლეობისთვის, ამ რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის და ასევე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია.

თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics