23:15 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 15:12:22, 818 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა შესაძლოა ევროსაბჭოს წევრობაზე უარი თქვას

რუსეთის სათათბიროს სპიკერის სერგეი ნარიშკინის განცხადებით, შესაძლოა რუსეთის ფედერაციამ ევროსაბჭოს წევრობაზე უარი თქვას.
ნარიშკინის თქმით, თუ რუსეთი საჭიროდ ჩათვლის, რომ ევროსაბჭოს წევრობა ქვეყნისთვის უინტერესო იქნება  დატოვებს ევროსაბჭოს.
"ევროსაბჭოს ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, დატოვოს ეს ორგანიზაცია, თუ ის ჩათვლის, რომ ან შეუძლებელია ან უინტერესოა წევრობა. თუ რუსეთი მივა ასეთ დასკვნამდე, შესაძლოა, ჩვენც დავდგეთ ამ გადაწყვეტილების წინაშე," - აღნიშნა ნარიშკინმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეამ  აღმოსავლეთ  უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან  გამომდინარე რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მიღებამ რუსული დელეგაციის პროტესტი გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics