15:01 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 12:46:48, 4335 ნახვა

ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე ოჯახის პირობებში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებს, მოერიდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტს

"მოვუწოდებ ყველას, ვინც თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებშია, მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც თვითიზოლაციაში მყოფი პირების ოჯახის წევრებიც დაავადნენ კორონავირუსით.

"მოვუწოდებ ყველას, ვინც თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებშია, მოერიდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც. ძალიან ბევრი, ვინც იმყოფებოდა ოჯახურ თვითიზოლაციაში, სწორედ მათი ოჯახის წევრებიც დაავადნენ შემდეგ, რადგან ისინი ერთმანეთთან არ არიან იზოლაციაში. ოჯახში დაიცავით ერთმანეთისგან იზოლაციის წესები, რომლებიც განთავსებულია ჩვენი ცენტრის ვებ-გვერდზე", - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics