12:32 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 15:22:43, 664 ნახვა

ეკონომიკა
ლარის კურსის ცვლილების მიუხედავად, პსპ-ში მედიკამენტების ღირებულება არ გაიზრდება

ლარის კურსის ცვლილების მიუხედავად, პსპ-ს სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებზე ფასები არ გაიზრდება, - ამის შესახებ პსპ-ს განცხადებაშია აღნიშნული.

„ბოლო დროს, ლარის კურსის ცვლილების გამო,   მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მედიკამენტების ღირებულების სავარაუდო გაზრდაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვითვალისწინებთ რა მოსახლეობის მაღალ ინტერეს აღნიშნული საკითხზე, გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ  ჩვენს სააფთიაქო ქსელში მედიკამენტების ღირებულება არ გაზრდილა და არც გაიზრდება მომავალში.

აღნიშნული განცხადების გაკეთების საფუძველს გვაძლევს  ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ ქვეყანაში იმპორტირებული მედიკამენტების უდიდესი ნაწილი შემოდის ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ევროში ანგარიშსწორებით. ლარის კურსი ევროს მიმართ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რაც განაპირობებს მედიკამენტებზე არსებული ფასების შენარჩუნებას.  აქვე ავღნიშნავთ, რომ   ჩვენი კომპანიის სისტემატური და დიდი ძალისხმევის  შედეგად, აშშ დოლარზე  შესასყიდი მედიკამენტების მწარმეობლებთან მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმებები მედიკამენტების ფასების შენარჩუნებაზე, ამიტომაც ბოლო დროს განხორციელებული  ლარის კურსის ცვლილება უარყოფითად არ ასახულა  ჩვენს ქსელში არსებულ ფასებზე. პსპ მომავალშიც ეცდება საკუთარ მომხმარებელს შესთავაზოს ყველაზე მაღალი ხარისხის მედიკამენტები ყველაზე დაბალ ფასად“, - ნათქვამია პსპ-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics