2015-08-04 19:51:08, 491 ნახვა
საზოგადოება
ელიავას ბაზრობაზე დამწვარ შენობაში დაკარგულებს ეძებენ
შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე დამწვარ საწყობში მეხანძრე–მაშველები დაკარგულებს ეძებენ.
გავრცელებული ინფრომაციით, ხანძრის დროს 3 ადამიანი დაიკარგა.
„არ არის გამორიცხული, რომ შენობაში ადამიანები იმყოფებოდნენ. მეხანძრეები საწყობში შესულები არიან და დაკარგულებს ეძებენ“, – აღნიშნა ქაწაშვილმა.
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ერთ–ერთ საწყობს გაუჩნდა. შედეგად, სულ 5 ადამიანია დაშავებული. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებულია 25 სახანძრო–სამაშველო სამსახური. ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩაერთო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან