2015-08-04 17:25:16, 748 ნახვა
საზოგადოება
წერეთლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფარდულები იწვის
თბილისში წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელიავას ბაზრობასთან ფარდულები იწვის. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შესახებ ცნობა, რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად გავიდა რამდენიმე სახანძრო მანქანა. დამატებით ცნობებს "ექსპრესნიუსი" აგროვებს.
თვითმხილველის ფოტო
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან