2015-08-02 15:33:19, 518 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე მძღოლებს ახალი წესის დანერგვისკენ მოუწოდებს
კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე მძღოლებს მოუწოდებს, მათ გვერდით მდგომი მანქანის საჭესთან მჯდომს მიესალმონ.
„მახსენდება ერთი ადამიანის ამბავი, რომელსაც მანქანა ჰყავდა და ამბობდა, როცა ქუჩებში მივდივარ და გვაჩერებენ, ძალიან ახლოს ჩერდება სხვისი მანქანა. მე იმ მძღოლს, სრულიად უცნობ ადამიანს ვესალმები და ისიც მესალმებაო. მერე მე ხელით ვანიშნებ, რომ ყველაფერი კარგად იქბება. გახარებული მივდივარ და ვაგრძლებ გზას. გახარებული ვრჩები მეც და მძღოლიც, სრულიად უცნობი ადამიანი. მინდა, რომ ეს წესი შემოვიდეს ჩვენთან. ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდებით სხვა მანქანასთან, მიესალმეთ და ამით თქვენ მიუტანთ სიხარულს. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა", - აღნიშნა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან