02:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 23:07:28, 3233 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოს საელჩო იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო ემიგრანტებს მითითებას აძლევს

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს.

„მოქალაქეთა თანამშრომლობა ფუნდამენტურია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლოლველად!

ლომბარდიის რეგიონის მითითებები:

მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ლომბარდიის რეგიონის კომუნებში (21 თებერვლის განკარგულებაში მითითებული კომუნები) და აღენიშნებათ გრიპის სიმპტომები, არ უნდა მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, არამედ უნდა დარეკონ რეგიონის ცხელ ხაზზე 800.89.45.45 ან 112-ზე ან საერთო ინფორმაციის გასაგებად 1500-ზე.

დეტალური ინფორმაციის გასაგებად შებრძანდით ლომბარდიის რეგიონის ვებგვერდზე!

ვენეტოს რეგიონის მითითებები:

მოქალაქეებმა, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ პირებთან, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები ან აქვთ მსუბუქ ფორმებში, როგორიცაა სიცხე ან/და ხველა რესპირატორული გართულებების გარეშე, არ უნდა დარეკონ 118-ზე და არ უნდა მიმართონ საავადმყოფოს. უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე – 800.46.23.40. ეჭვისა და ვარაუდის დროს დარეკეთ 1500-ზე, სიმპტომების აღმოჩენისას არ მიმართოთ საავადმყოფოს! დარეკეთ 118-ზე!

თვალყური მიადევნეთ რეგიონის სოციალურ ქსელებს:

https://www.facebook.com/RegionedelVeneto

https://twitter.com/RegioneVeneto

დეტალური ინფორმაციის გასაგებად შებრძანდით ვენეტოს რეგიონის ვებგვერდზე!“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics