2015-07-30 19:38:37, 491 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ,,თბილისი 2015'-ის ოქროსმედალოსანი მზია ბებოშვილი დააჯილდოვა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ოლიმპიურ ჩემპიონთან ზურაბ ზვიადაურთან ერთად „თბილისი 2015“-ის ოქროს მედლის მფლობელი მზია ბებოშვილი დააჯილდოვა.
ძიუდოისტი 52 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მზია ბებოშვილმა ნახევარფინალში ნასიმა იბრაგიმოვა, ფინალში კი ისე ბურენი დაამარცხა.
„შესანიშნავად იასპარეზეს ქართველმა გოგონებმა. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მონაწილეს და გულშემატკივარს. ასევე მინდა წარმატებები ვუსურვო იმ სპორტსმენებს, რომლებიც ხვალ და ზეგ იასპარეზებენ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთ გამარჯვებას მოვიპოვებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან