03:38 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 13:31:15, 584 ნახვა

საზოგადოება
ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ბათუმსა და თელავში, ტრეფიკინგის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

ღონისძიებების ფარგლებში, ტრეფიკინგის ფონდის წარმომადგენლები ქუჩის აქციას მართავენ და საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ტრეფიკინგის ფონდის პრესმდივანმა ქეთი ბეროშვილმა განუცხადა,  ფონდის მიზანია, მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული, რადგან მისივე თქმით, ინფორმირებულობა პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„სახელმწიფო  ტრეფიკინგის ფონდი დღეს მსოფლიო  ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჩვენ ამ დღეს საინფორმაციო კამპანიით ვუერთდებით. დღეს ერთდროულად თბილისთან ერთად, მსგავსი ტიპის კამპანია  ბათუმსა და თელავში დაიწყო. ტრეფიკინგის ფონდის თანამშრომლებმა აღნიშნულ ქალაქებში საინფორმაციო ფლაერების დარიგება  დაიწყეს, რომელიც სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტრუქტურაში  განთავსდება. იუსტიციის ადგილობრივ სახლში, ტურისტულ ცენტრებში, სარფის საინფორმაციო გამშვებ ზოლში და დიასპორის სათვისტომოებში. ჩვენი მიზანია მოსახლეობა იყოს სრულად ინფორმირებული, რადგან ინფორმირებულობა პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“,-აღნიშნა ბეროშვილმა.

ამასთან, ქეთი ბეროშვილმა მოსახლეობას მოუწოდა   პრევენციის მიზნით ტრეფიკინგის ფონდის ცხელ ხაზზე დარეკონ.

„პრევენციის მიზნით სამწუხაროა, რომ ძალიან ცოტა მოგვმართავს. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვენს ცხელ ხაზზე დარეკონ 2-100-229. დასვან მათთვის სასურველი კითხვები და გაეცნონ პრევენციის ნორმებს“,-განაცხადა ბეროშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics