03:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 10:03:11, 477 ნახვა

საზოგადოება
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები ქობულეთში ისვენებენ

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახები ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით და დაფინანსებით, 10 დღის განმავლობაში ქობულეთში უსასყიდლოდ ისვენებენ.

უწყების ინფორმაციით, ჩერნოვეცკის ფონდის მიერ დაფინანსებულ საზაფხულო პროექტში 30 დაღუპული პოლიციელის 42 შვილი მონაწილეობს.

დაღუპული პოლიციელების ოჯახები საზაფხულო პროექტის ფარგლებში ზღვის სანაპირო ზოლზე განთავსებულ სასტუმროებში ისვენებენ, სადაც მათი კომფორტული დასვენებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. საკურორტო ზონაში დასვენების პერიოდში ბავშვებისთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, ბავშვებმა დაათვალიერეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გაისეირნეს კატარღით ზღვაში. ასევე პროექტის ორგანიზატორებმა მათ მოუწყვეს ექსკურსია ბათუმში, რომლის დროსაც ისინი ესტუმრნენ ბათუმის დელფინარიუმს. ამას გარდა პროექტში მონაწილე პატარებისთვის მოეწყო ანიმაციური გმირების შოუ და ანსამბლ „ქობულეთის“ კონცერტი.

ჩერნოვეცკის ფონდის ორგანიზებით და შსს-ს მხარდაჭერით სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები ქობულეთში 31 ივლისამდე დაისვენებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics