22:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 16:35:41, 598 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ გასვლითი სხდომა ფოთში გამართა

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ მორიგი გასვლითი სხდომა ფოთში გამართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დასაცავად და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, უწყება რეგიონებში საგადასახადო დავების განხილვას განაგრძობს.

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მორიგი გასვლითი სხდომა მინისტრის, ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში,  ქალაქ ფოთში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მომსახურების სერვის-ცენტრში გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ადგილზე 10-ზე მეტი გადამხდელის საჩივარი განიხილეს.

“ჩვენ განვაგრძობთ ტრადიციას, რომელსაც ერთი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და დავების განხილვის საბჭოს რეგიონებში მუშაობას გულისხმობს. დღეს ფოთში განვიხილეთ იმ მცირე მეწარმეთა დავები, რომლებიც სამეგრელოს რაიონში მუშაობენ.   ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მეწარმეებთან ჰარმონიულად ვითანამშრომლოთ. დღეს განხილული საქმეებიდან უმეტესობა სწორედ გადამხდელთა სასარგებლოდ გადაწყდა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით,  ფინანსთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს რეგიონებში გასვლითი საბჭოს სხდომების გამართვას.

ცნობისთვის, საგადასახადო დავების განხილვა რეგიონებში ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც, დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა.

აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად, რეგიონების მაცხოვრებლებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შემოტანილი საჩივრების განსახილველად აღარ სჭირდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა, რაც მათ დანახარჯების შემცირებისა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს.

ფინანსთა სამინისტროს  დავების განხილვის საბჭოს გასვლით სხდომებს კონკრეტული რეგიონიდან შემოსული საჩივრების რაოდენობის მიხედვით მართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics