23:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 11:01:46, 622 ნახვა

საზოგადოება
ოლიმპიური ფესტივალი "Tbilisi 2015”-ის ფარგლებში პირველი შეჯიბრებები დაიწყო

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „Tbilisi 2015”-ის ფარგლებში პირველი შეჯიბრებები დაიწყო. ოლიმპიადაში ერთ- ერთი პირველები მოცურავეები ჩაერთვნენ.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველთაგან ყველაზე კარგი შედეგი ირაკლი კვარაცხელიამ აჩვენა,რომელიც ფინიშის ხაზთან ერთ-ერთი პირველი მივიდა. სავარაუდოდ, ის ნახევარფინალში იასპარეზებს.

"სტარტი აიღო ფესტივალმა ცურვაში,  მშვენივრად იასპარეზა კვარაცხელიამ, რომელმაც ორი წამი გააუმჯობესა.ალბათ ეცდება რომ მოხვდეს ნახევარფინალში.ყველაფერს გააკეთებენ ქართველები, რომ დიდი შედეგები მიიღონ",-განაცხადა საწყალოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ.

თბილისში 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი და მაღალი რანგის სტუმრები იმყოფებიან. ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა და „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა მიიღეს მონაწილეობა.

ცერემონიას ასევე დაესწრო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი, რომელიც საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ექსპოზიცია "არგონავტები", ქართული ცეკვები, ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტები, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი პაატა ბურჭულაძის შესრულებით და გრანდიოზული ფოიერვერკი, შოუს შემადგენელი ნაწილები იყო.

ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც თბილისი 1-ელ აგვისტომდე უმასპინძლებს, შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics