2015-07-27 09:54:23, 641 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეს დაიწყება
„ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დღეს დაიწყება“,-ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ევროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, დღეს აბიტურიენტებს ზოგადი უნარების შედეგებს გააცნობენ.
ამასთან, მიმინოშვილის თქმით, საბოლოო შედეგი აპელაციის შემდეგ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ზოგადი უნარები წელს 38 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა.
დღესვე გამოქვეყნდება გამოცდების სტატისტიკური ანალიზიც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან