2015-07-26 18:13:44, 623 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილს ოლიმპიური ორდენი გადაეცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოლიმპიური ორდენი გადაეცა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი ოლიმპიურ მოძრაობაში განსაკუთრებული წვლილისა და უშუალო ჩართულობისთვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.
მთავრობის მეთაურმა დღეს ჯილდო ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტისგანაც მიიღო. პატრიკ ჰიკმა ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ოლიმპიური ფესტივალის სამზადისში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან