|
2015-07-25 17:32:59, 596 ნახვა
საზოგადოება
"თბილისი 2015"-ის ღონისძიებების დროს რამდენიმე ქუჩა დაიკეტება
ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-თან დაკავშირებით, ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში რამდენიმე ქუჩა დაიკეტება. როგორც “ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ოლიმპიური ფესტივალის გახსნის დღეს, 26 ივლისს, 18:20 საათიდან 19:40 საათამდე და 22:00 საათიდან 22:30 საათამდე სრულად დაიკეტება მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი "ლოკომოტივის") სტადიონის მიმდებარე ტერიტორია – წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან კუს ტბის ასახვევამდე. ამ მიმართულებით მოძრავი #9, 34, 51 ავტობუსების ნაწილი იმოძრავებს სადგურის მოედნიდან ვაკის პარკამდე, ნაწილი კი ბაგების დასახლებიდან - ვაკის სასაფლაომდე. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, #32,120,126,170,202 მარშრუტები იმოძრავებს ვაკის პარკამდე, ხოლო #44,73,81,171,195 მარშრუტები ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირიდან თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობას გააგრძელებს წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, უკან თამარაშვილის ქუჩაზე იმოძრავებს დადგენილი სქემით. #4 (მ/ს "300 არაგველიდან") და #131 (ორთაჭალიდან) მიკროავტობუსები იმოძრავებს ვაკის პარკამდე. მერიის ინფორმაციით, მომდევნო დღეს, 27 ივლისს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე დაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, საპირისპირო-მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა. 28 ივლისს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე დაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე კი იქნება ორმხრივი მოძრაობა. ორივე დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი #14 და # 15 ავტობუსები ჰიპერმარკეტ ,,გუდვილამდე" გადაადგილდებიან დიღმის მასივის გავლით დიდი დიღმის მიმართულებით, დიდი დიღმიდან კი, დადგენილი სქემით. 29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე დაიკეტება გზა თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალზე -„ოლიმპიური სოფლიდან“ „ზღვის უბნის“ მიმართულებით. 30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი. ორივე დღეს # 111 ავტობუსი „გადასასველი ხიდიდან“ იმოძრავებს „ჯინო ფერედაისის“ კომპლექსამდე. #60 ავტობუსი მ/ს-დან „ღრმაღელე“, მუხრანის ქუჩის გავლით, თბილისის ზღვის სასაფლაომდე გადაადგილდება.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)