06:54 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-25 12:54:31, 675 ნახვა

საზოგადოება
ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ახორციელებს. 
ამ ეტაპზე ვაქცინირებულია 99 042 ძაღლი და კატა, ამ წლის ბოლომდე 250 000 ცხოველის  ვაქცინაცია იგეგმება. 
ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების მიხედვით 2015 წელს გაცილებით მეტ ცხოველს აღმოჩნდა ცოფი,  ვიდრე 2014 წელს. კერძოდ: 2014 წლის 6 თვის განმავლობაში ცოფი დაფიქსირდა 34 ძაღლის, 25 მსხვილფეხა, 1 წვრილფეხა, 2 გარეული ცხოველის პათ მასალაში, ხოლო მიმდინარე წელს (6 თვეში) ცოფი ლაბორატორიულად დადასტურდა 23 ძაღლის, 36 მსხვილფეხა, 1 წვრილფეხა პირუტყვის, 2 ცხენის, 1 ღორის პათმასალაში.
შინაურ ხორცისმჭამელ ცხოველებში ცოფის გამოვლინება შარშანდელ პერიოდთან შედარებით დაიკლო 32,3%-ით, რაც განპირობებულია 2014 წელს ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური პროფილაქტიკური ვაქცინაციით. 2014 წელს ცოფზე პროფილაქტიკის მიზნით ვაქცინირებულია 237 099 ძაღლი და კატა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics