2015-07-24 20:46:45, 616 ნახვა
საზოგადოება
ნინოშვილის ქუჩაზე სკვერის გაკეთების მოთხოვნით, ხვალ აქცია გაიმართება
ხვალ, 19 საათზე, ნინოშვილის ქუჩაზე ( ყოფილი 35-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია) სკვერის გაკეთების მოთხოვნით, აქცია გაიმართება.
მოსახლეობის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება და იქ კორპუსების ჩადგმა იგეგმება.
აქციას "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან