2015-07-24 15:55:55, 534 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა.
ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმყოფება გერმანიაში, სადაც უტარდება მკურნალობა. კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისში სავარაუდოდ, 30 ივლისს დაბრუნდება", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან