01:15 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 12:27:11, 445 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვანთა საქმეებთან შემხებლობაში მყოფი პირების სპეციალიზაციის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში ტრენერთა გადამზადების კურსის პირველი ეტაპი დასრულდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ისუტციის სასწავლო წენტრიდან აცნობეს, ტრენინგის პირველ ეტაპზე სხვადასხვა უწყების 25-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა, რომლებიც მომდევნო ეტაპზე თავად გადაამზადებენ არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე თავიანთ კოლეგებს.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში დანერგილ სიახლეებს, სპეციალურ მიდგომებს და სტანდარტებს. მსმენელებმა გაანალიზეს ის თავისებურებები, რაც განასხვავებს არასრულწლოვნების მართლმსაჯულებას სრულწლოვანი პირების მართლმსაჯულებისგან; მათ უკვე შეუძლიათ შესაბამისი სტანდარტების დაცვით განახორციელონ საქმიანობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში.

ასევე, სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი, სადაც მათ შეისწავლეს ტრენინგის ჩატარების სხვადასხვა მეთოდი და მსოფლიოში არსებული სტანდარტები ტრენინგის ჩატარების კუთხით. ბოლო დღე მთლიანად პრაქტიკულ მუშაობას დაეთმო, რითაც მონაწილეებმა შეძლეს გაეუმჯობესებინათ სწავლების პროცესის დაგეგმვისთვისა და მოდერაციისთვის საჭირო უნარები.

ტრენინგების პირველი ეტაპი  რვა დღე გაგრძელდა და დასრულდა 23 ივლისს. კურსი ხორციელდებოდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

24 ივლისს იწყება არასრულწლოვანთა საქმეებთან შემხებლობაში მყოფი პირების სპეციალიზაციის პროცესის მეორე ეტაპი, სადაც სხვადასხვა უწყების 30-მდე თანამშრომელი გადამზადების იგივე რვადღიან კურსს გაივლის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics