23:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 09:44:58, 494 ნახვა

საზოგადოება
12 საათიდან გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება

გმირთა მოედანზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე ასფალტის საფარის დაგების მიზნით, დღეს  12 საათიდან საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება.  ინფორმაციას დედაქალაქის  მერია ავრცელებს.

საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 240 000 ლარი დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის ახალი ფენა დაიგება და მოეწყობა კუნძულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე მტკვარზე დაზიანებულ მოაჯირებსაც.
დედაქალაქის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics