|
2015-07-23 18:26:52, 602 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ლეჟავა: თუ გვინდა, რომ ენერგოსექტორი შევინარჩუნოთ, ტარიფის შემდგომი ზრდა გარდაუვალია
თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერის, ვახტანგ ლეჟავას შეფასებით, ელექტროენერგიის ტარიფი კიდევ გაძვირდება. ამის შესახებ ლეჟავამ „ექსპრესნიუსთან“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ტარიფის 3,348 თეთრით გაზრდის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ტარიფის გაზრდის მოთხოვნით სემეკს სავარაუდოდ, სხვა ელექტროგამანაწილებელი კომპანიებიც მიმართავენ. „თუ ჩვენ გვინდა, რომ ენერგოსექტორი შევინარჩუნოთ და ჩვენს სახლებსა და სამსახურებში სითბო და სინათლე გვქონდეს, ტარიფის გაზრდა გარდაუვალია. რაც შეეხება სოციალურად გაჭირვებული ფენების ტვირთის შემსუბუქებას, ეს არ უნდა მოხდეს ენერგოსექტორის სუბსიდირების გზით, ეს უნდა მოხდეს მათთვის დახმარების მიცემის გზით. ჩვენ თუ ვასუბსიდირებთ კომპანიებს, მივიღებთ მახინჯ სისტემას, მოხმარება გაიზრდება და კომაპანიები „გაირყვნებიან“. თუ ჩვენ გვაინტერესებს ოჯახების ბედი, მათი მიზნობრივი დახმარება უნდა გაიზარდოს. სავარაუდოდ, ტარიფის გაზრდის მოთხოვნით სემეკს სხვა ელექტროგამანაწილებელი კომპანიებიც მიმართავენ, რადგან ეს მათ ფინანსურ მდგრადობას სჭირდება“, - განაცხადა ვახტანგ ლეჟავამ. შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაზარდა. ამ ეტაპზე სამომხმარებლო ტარიფი (დღგ-ს გარეშე) 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის 7.630 თეთრს შეადგენს; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 11.000 თეთრს; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.830 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, 1 აგვისტოდან 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი იქნება.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)