03:00 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 15:01:06, 652 ნახვა

ეკონომიკა
მიხეილ ბოცვაძე: ტარიფის ზრდა რომ არ მომხდარიყო სისტემა სრული კოლაფსისკენ მიდიოდა

„ტარიფის ზრდა, რომ არ მომხდარიყო, სისტემა სრული კოლაფისიკენ მიდიოდა“,-ამის შესახებ „ენეგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ ჟურნალისტებს სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ  განუცხადა.

როგორც ბოცვაძემ აღნიშნა, კომპანია ტარიფის უფრო მეტ ზრდას ითხოვდა.

 „ჩვენი გათვლით 2015 წლის ჭრილში ჩვენს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ფასის ზრდა ჩვენი პროგნოზით  4,8 თეთრით არის მოსალოდნელი. სამწუხაროდ,  კვლავ ვერ შევჯერდით და ვერ გამოვნახეთ საერთო ენა კომისიასთან. მიღებულია სხვა გადაწყვეტილება. ზრდა დაახლოებით  3,95 თეთრია.  კომპანია ადასტურებს, რომ თუ ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 4, 8 თეთრით ზრდა მოგვიწია სარეაბლიტაციო სახსრების მიმართვა ისევ ელექტროენერგიის შესყიდვაზე უნდა მოხდეს. საწუხაროდ, ხარისხს ვერ გავაუმჯობესებთ. ავღნიშნეთ,ზრდა რომ არ მომხდარიყო სისტემას კოლაფსი ემუქრებოდა. მადლობა კომისიას რომ არ წავედით ამ გზით. ეს არის პირველი ამოსუთქვის საშუალება. მაგრამ თუ ისევ გაგვეზარდა ელექტროენერგიის ღირებულება იმპორტირებული  ელექტროენერგია უფრო გაგვიძვირდა, თუ ოდნავ შეიცვლება ვალუტის კურსი ჩვენ ისევ დავდგებით დიდი პრობლემის წინაშე“,-განაცხადა ბოცვაძემ.

ბოცვაძის განმარტებით, აბონენტების მიერ აგვისტოს განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგია მათ სექტემბერში დაერიცხება და ახალი ტარიფით დაანაგარიშებული ქვითარი 5 -დან 10 სექტემბრამდე მიუვათ.

მისივე თქმით, „ენერგო პრო-ჯორჯიას“ მოთხოვნები ბოლომდე არ დაკმაყოფილდა, რის გამოც   მათი  პროგნოზის დადასტურების შემთხვევაში, კომპანია კანონმდებლობით  გათვალისწინებულ უფლებას გამოიყენებს და კომისიას ტარიფის ზრდის მოთხოვნით კვლავ მიმართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics