22:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 14:30:22, 674 ნახვა

ეკონომიკა
ირინა მილორავა: ელექტროენერგიის ახალი ტარიფი მოსახლეობის უწყვეტ ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს

სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ელექტროენერგიის ახალი ტარიფი მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს.

ამის შესახებ მილორავამ ჟურნალისტებს სემეკის სხდომის დასრულების შემდგეგ განუცხადა, სადაც „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებელებისთვის ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფის  დაახლოებით 3,348 თეთრით გაზრდა მოხდა.

მილორავას თქმით, ტარიფის კორექტირება რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული.

„ტარიფის ზრდა ძირითადად  განპირობებული იყო იმ კომპონენტებით, რომლებზეც ვალუტის კურსის ცვლილება გავლენას ახდენს. ეს იყო ძირითადად თბოელექტრო სადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია. მნიშვნელოვანი წილი ტარიფის კორექტირებაში სწორედ ამ ორმა კომპონენტმა შეიტანა. ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს  მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას“,-განაცხადა ირინა მილორავამ.

ცნობისთვის, ახალი ტარიფი ძალაში 1 აგვისტოდან შევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics