22:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 12:45:46, 1169 ნახვა

საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - „ჩხერიმელა ადიდდა. ვდგავართ...“

1895 წლის 28-31 ოქტომბერი. მდინარე ჩხერიმელას ადიდებამ ლიხის ქედის დასავლეთის კალთა დატბორა,  მწყობრიდან გამოვიდა რკინიგზა, დაინგრა ხიდები და სარკინიგზო ლიანდაგს ნიადაგი გამოეცალა. ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტად შერჩეულ ფოტოზე ჩანს წყალდიდობისაგან დაზიანებული რკინიგზა სადგურ მარელისში.

სტიქია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ეს ფაქტი რეზო გაბრიაძემ 1970-იან წლებში მხატვრულ ფილმ „შერეკილების“ სცენარშიც შეიტანა: მარგარიტა ამყოლაძეს ხარაგაულიდან ელვა-დეპეშას უგზავნის მეუღლე: „ჩხერიმელა ადიდდა, ვდგავართ. ფრთხილად იყავი. მარჯვენა თვალი მითამაშებს. შენი ტრიფონი“.

გაზეთ „ივერიას“ ცნობით, რკინიგზის გამგეობამ სტიქიის შედეგების დასაფიქსირებლად ფოტოგრაფი დაიქირავა. ედუარდ კლარის გადაღებული ფოტოსურათების ალბომი ეროვნულ არქივში ინახება.

ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics