2015-07-22 19:53:47, 717 ნახვა
საზოგადოება
თინა ხიდაშელმა თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია „AERO Vodochody“ დაათვალიერა
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჩეხეთში თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია "AERO Vodochody"-ს ეწვია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და ქართული დელეგაციის სხვა წევრებმა ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის პირველი ნაწილი პრაღაში, თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია „AERO Vodochody“-ის დათვალიერებით დაასრულეს.
კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებისთვის „AERO Vodochody“-ის საქმიანობის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გამართეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან