23:29 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-18 17:14:02, 609 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობოები შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები : „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „იდენტობა“ ,  „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“,  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტური“ , „მედიის განვითარების ფონდი“, „სამოქალაო განვითარების სააგენტო“  მთავრობის ადმინისტრაციასთან  შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.  
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, შეკრების და მანიფესტაციის უფლება კონსტიტუციის 25-ე მუხლითარის გარანტირებული. 
„შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება კონსტიტუციის 25-ე მუხლითაა გარანტირებული და მისი შეზღუდვა სახელმწიფოს არ შეუძლია, თუ აქციამ კანონსაწინააღმდეგო სახე არ მიიღო. მედიით გავრცელებული ცნობებით ირკვევა, რომ ორგანიზატორებს ვერ დაუსახელეს კონკრეტული და საფუძვლიანი მიზეზი, თუ რატომ არ შეუძლიათ ადგილზე სცენის გამართვა. 
იმ შემთხვევაშიც კი, თუ იარსებებდა შეზღუდვის დაწესების რეალური მიზეზები (გარემოება), „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს შეზღუდვა უნდა იყოს: (ა) საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული; (ბ) კანონით გათვალისწინებული; (გ) დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი; (დ) არადისკრიმინაციული; (ე) პროპორციულად შემზღუდველი; (ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. 
მიგვაჩნია, რომ ადგილზე მობილიზებული პოლიცია უკანონოდ ზღუდავს აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა, კანონის დაცვით, კანცელარიას შეტყობინება 5 დღით ადრე გაუგზავნეს. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს რეაგირება და უზრუნველყოს მანიფესტანტთა უფლებების დაცვა“,-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. 
ცნობისთვის, დღეს საღამოს 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია „Stop Russia” არის დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics