2015-07-17 17:03:52, 760 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ხვალ 1 დოლარი 2.2718 ლარი ეღირება.
დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2716 ლარადაა შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარდა. 1 ევრო ხვალ 2.4706 ლარი ეღირება. დღეს კი, მისი შეძენა 2.4733 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან