16:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 18:53:37, 533 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა „მოხალისეებთან“ შეხვედრები რეგიონებშიც დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ პროგრამა „მოხალისეს“ მონაწილეებთან შეხვედრები რეგიონებშიც დაიწყო.  გურჯაანისა და მარნეულის იუსტიციის სახლების 50 მოხალისეს სერტიფიკატები გადაეცა.

მოხალისეები მარნეულისა და გურჯაანის იუსტიციის სახლებში აქტიურად იყვნენ ჩართულები უფასო პირადობის მოწმობების აქციის განხორციელებაში, რომელიც 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით  მიმდინარეობდა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამა „მოხალისეს“ მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

ცნობისთვის, პროგრამა „მოხალისე“ საქართველოს 13-ვე იუსტიციის სახლში მიმდინარეობდა. ორთვიან აქციაში სულ 535 მოხალისე მონაწილეობდა.  პირადობის მოწმობების უფასო აქციის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული დოკუმენტი 442 743-მა მოქალაქემ აიღო.  აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics