|
2015-07-15 10:43:41, 386 ნახვა
საზოგადოება
ავარიის გასაშუქებლად რიზეში ჩასულ ქართველ ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
ავარიის გასაშუქებლად რიზეში ჩასულ ქართველ ჟურნალისტებს ერთ-ერთი დაშავებულის, თურქეთის მოქალაქის ახლობლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა დაუმტვრიეს, კასეტები კი, დაწვეს. "რიზის საავადმყოფოში მისვლისთანავე დაგვხვდნენ ქართველები, ის ქართველები, რომლებიც თვითმხილველები იყვნენ ავარიისა.მე და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი გავესაუბრეთ და გვინდოდა მათი ჩაწერა, ოპერატორებმა ამოიღეს კამერები, რომელსაც მოყვა რეაქცია თურქი მოქალაქეების მხრიდან.მათ გაგვიწიეს წინააღმდეგობა, რომ ოპერატორებს გადაღება არ დაეწყოთ.პირდაპირ აგრესიაზე გადავიდნენ.ჩემს ოპერატორს ხელით შეეხნენ, აჭარის ტელევიზიის ბიჭსაც კამერა გამოართვეს და ფეხი დაარტყეს",-განაცხადა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის კორესპონდენტმა თეა ვაშალომიძემ. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია. ჟურნალისტები და თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები გვიან ღამემდე იკითხებოდნენ. დაკითხვის პროცესს საქართველოს გენერალური კონსულიც ესწრებოდა. "ანალოგიური ფაქტი აქ არ მომხდარა.აღშფოთებული ვარ. დიდი რეზონანსი გამოიწვია რეგიონში, კერძოდ რიზეში. რაც შეეხება გენერალურ საკონსულოს, ჩვენ პირად კონტროლზე გვაქვს აყვანილი ეს საქმე",-აღნიშნა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ. შეგახსენებთ, თურქეთში ქალაქ რიზესთან მომხდარი ავარიის შედეგად, საქართველოს მოქალაქე ქალბატონი გარდაიცვალა, ერთი მამაკაცი და ქალი კი, მძიმე მდგომარეობაში, ქალაქ რიზეს საავადმოფოში მოათავსეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)