|
2015-07-15 10:10:58, 457 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ფრანგ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს
ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩომ საზეიმო ღონისძიება თბილისში გამართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. საზეიმო მიღება საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა გახსნა. თინა ხიდაშელმა ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და საქართველო-საფრანგეთის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. „ვულოცავ ფრანგ ხალხს ამ მნიშვნელოვან დღეს, თავისუფლების ზეიმს. ვულოცავ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, საფრანგეთის ხელისუფლებას. საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობა ბევრ შედეგიან წელს ითვლის, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი განსაკუთრებული იყო საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო დიდ მხარდაჭერაში გადაიზრდება“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა. საფრანგეთის ელჩმა დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლაში მტკიცე თანადგომის გამო მადლობა გადაუხადა. გენერალური შატაბის უფროსმა კი იმ სამხედრო პროგრამებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო საფრანგეთთან ერთად უკვე ახორციელებს. „საფრანგეთი ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. მათთან ერთად გარკვეულ სამხედრო პროგრამებს ვახორციელებთ. ფრანგები განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართული სამთო მომზადების მიმართულებით. დაგეგმილი თანამშრომლობის პროგრამები კი კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს“,- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ასევე პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკანომდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)