18:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 16:45:18, 590 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო იუნესკოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ეკლესიების ზედამხედველობისკენ მოუწოდებს

საპატრიარქო იუნესკოს საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ეკლესია–მონასტრების ზედამხედველობისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული საკითხის შესახებ განცხადება გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრეა გვაზავამ საპატრიარქოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მიტროპოლიტის თქმით, სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არსებული ქირის მე–15 საუკუნის ფრესკები ნაწილობრივ დაზიანდა და ცხინვალის ღვთისმშობლის ეკლესიად გადაკეთდა.

„რაც შეეხება სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ჩვენს ეკლესია–მონასტრებს, სამწუხაროდ, როგორც ცნობილია, ქირის მე–15 საუკუნის ფრესკები ნაწილობრივ დაზიანდა, გადაკეთდა ცხვინვალის ღვთისმშობლის ეკლესიად. ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლებისადმი ასეთი დამოკიდებულება ნებისმიერი საზოგადოებისთვის სირცხვილია. რამდენადაც ჩვენ ვიცით, აღნიშნულმა ფაქტებმა ცხინვალის ინტელიგენციის უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, რაც გვაძლევს იმედს, რომ საშიშროება, რომელიც სავარაუდოდ, ემუქრებოდა სხვა ქართულ ტაძრებსაც – იკორთას, არმაზს, ყაჩაეთს, გომართას... რეალობად არ იქცევა. ჩვენ ვთხოვთ იუნესკოს საერთაშორისო ორგანიზაციას დაგვეხმარონ, რათა ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ეკლესია–მონასტრებზე გასწიონ ზედამხედველობა, რომ მსგავსი ქმედებები აღიკვეთოს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრეა გვაზავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics