|
2015-07-14 11:43:34, 492 ნახვა
საზოგადოება
ქართველი ჟურნალისტები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ორჭოსანში ჩავიდნენ
ქართველი ჟურნალისტები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორჭოსანში ჩავიდნენ, სადაც დღეს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. აქცია იმ ადგილზე გაიმართება, სადაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა, 10 ივლისს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟა. მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია Facebook-ში დაიგეგმა. ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. შეგახსენებთ, ქართველი ჟურნალისტების აქცია 2014 წლის 28 სექტემბერსაც გაიმართა, მაშინ მედიის წარმომადგენლებმა სოფელ დვანში მცოცავი ოკუპაცია და ე.წ საზღვრის დემარკაცია გააპროტესტეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)